ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა 2019 წლის აგვისტოში.
მოლაპარაკებების შემდეგ არაერთი დოკუმენტი გაფორმდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან:
- მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სფეროში
- შეთანხმება უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ებრაული ენის შესწავლისა და ისრაელის სახელმწიფოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინული ენის შესწავლის ხელშეწყობის შესახებ
- თანამშრომლობის პროგრამა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში 2019-2022 წლებში
- ურთიერთგაგების მემორანდუმი უკრაინის ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს ისრაელის საპატენტო სამსახურს შორის