2019 წლის იანვრის შუა რიცხვებში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ისრაელსა და უკრაინას შორის. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ისრაელში შეთანხმების ხელმოსაწერად.
მას თან ახლდა თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი, ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკები და წარმომადგენლები.
ვიზიტის დროს პოროშენკო შეხვდა პრემიერ -მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის პრეზიდენტს რევენ რივლინს, ასევე ქნესეტის სპიკერს იული ედელშტეინს.